IRI-ის ახალი კვლევის შედეგები

2020-09-17 11:21:47

IRI-მ ახალი კვლევა გამოაქვეყნა, რომლის შედეგების თანახმად, პარლამენტში შემავალი პარტიების შემცვლელ ეფექტიან ალტერნატივად 16% “ნაციონალურ მოძრაობას“ ასახელებს, 9-9 % კი - „ლელო საქართველოსთვის“ და „ახალი საქართველოსთვის - სტრატეგია აღმაშენებელს“.

კერძოდ, კითხვაზე, ფიქრობთ თუ არა, რომ ამ არჩევნებში მონაწილე რომელიმე პოლიტიკური პარტია ეფექტურ ალტერნატივას გვთავაზობს პარლამენტში, IRI-ის კვლევის მონაწილეთა 56% ფიქრობს, რომ ასეთი პარტია არ არსებობს, 24 %-მა არ იცის ან პასუხი არ აქვს ამ შეკითხვაზე, ხოლო 20% ფიქრობს, რომ ასეთი პოლიტიკური ალტერნატივა არსებობს.

ამავე კვლევის თანახმად, ეფექტურ ალტერნატივად გამოკითხულთა 16% „ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს“, 9-9% „ლელო საქართველოსთვის“ და „ახალი საქართველოსთვის - სტრატეგია აღმაშენებელს“, 5-5-% „სამოქალაქო მოძრაობასა“ და „ევროპულ საქართველოს“