სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

2020-09-16 17:09:42

ქვემო ქართლის რეგიონში კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, პროცესი აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს საჯარო დაწესებულებებსა და მუნიციპალიტეტების მასშტაბით არსებულ ხალხმრავალ ადგილებში - მათ შორის რეკრეაციულ სივრცეებში, სავაჭრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიებზე, საცხოვრებელი კორპუსების სადარბაზოებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვა აუცილებელ ლოკაციებზე.

ინფორმაციას ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია ავრცელებს.