სროლა რაგბის კავშირში

2020-09-16 14:14:03

საქართველოს რაგბის კავშირის შენობაში სროლა იყო.

არსებული ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი.

დაშავებული საინიციატივო ჯგუფის ერთ-ერთი წევრია და მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.

დაჭრილი უკვე გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულლებაში.

როგორც "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რომლებიც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებასა და ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღებას გულისხმობს.