რუსთაველი პედაგოგების ტესტის პასუხები covid19-ზე ცნობილია

2020-08-16 14:01:35

აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე რუსთაველი მასწავლებლების ტესტის პასუხი კორონავირუსზე უკვე ცნობილია.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსზე ტესტი 80-მდე რუსთაველ პედაგოგს ჩაუტარდა, რომელთაც აჭარაში მოგზაურობის ისტორია 20 აგვისტოს შემდეგ ჰქონდათ. ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის განცხადებით, ვირუსზე შემოწმებული მასწავლებლების 90% კოვიდუარყოფითია, დარჩენილი ათამდე მასწავლებლის ტესტის პასუხი კი ცნობილი უმოკლეს ხანებში იქნება.

შეგახსენებთ, მასწავლებლების შემოწმება კორონავირუსზე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის პირდაპირი რეკომენდაცია იყო. მისივე განცხადებით, აჭარაში ამ ზაფხულს ნამყოფი 2 200 მასწავლებლიდან ტესტირება 808-ს ჩაუტარდა.

ტესტირებული მასწავლებლებიდან, კორონავირუსი ექვსს დადასტურდა.

მასწავლებლების ტესტირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ქუთაისის ერთ-ერთი სკოლის მასწავლებლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.