"სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს

2020-09-16 12:25:19

"სილქნეტის" მომსახურების ოფისები იკეტება. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" კომპანიის მარკეტინგის სამსახურში დაუდასტურეს.

"ინფო რუსთავი" დაინტერესდა, ხომ არ უკავშირდება აღნშნული გადაწყევტილება კომპანიაში კორონავირუსის შემთხვევის დაფიქსირებას, რაზეც "სილქნეტში" განგვიცხადეს, რომ მიღებული გადაწყვეტილება ამასთან კავშირში არაა და ოფისების დაკეტვა მხოლოდდამხოლოდ ვირუსის პრევენციის მიზნით ხორციელდება.

„პრევენციის მიზნითაა დროებით დახურული. მომხმარებელს დღეიდან შეუძლია ისარგებლოს ჩვენი ონლაინ მომსახურებით“,- აცხადებენ კომპანიაში.

ონალიან მაღაზიის მისამართია: https://www.silknet.com/?module=order&language=ge