2020-09-21 00:24:07
რუსთავის საფლავებს უცხო პირები ქურდავენ.
სასაფლაოებიდან ძირითადად ძვირფასი ლითონი არის მოხსნილი და ასევე ბეტონის კედკებიდან მოპარულია სხვადასხვა დასახელების ქვა.
ერთერთი დაზარალებული აცხადებს რომ სასაფლაოები გაძარცული დახვდა
"დღეს სასაფლაოზე მისულს დამხვდა ასეთი სურათი. საფლავებიდან მოპარულია ქვის ფილები, მოხსნილია ლითონის ასოები და მთლიანად მოგლეჯილი და წაღებულია ღობე. ამ ხალხმა ააშენა ჩვენი ქალაქი! მე მრცხვენია, რომ ჩემს გვერდით ცხოვრობენ ისინი, ვინც მათ საფლავებს ანადგურებს!", - აცხადებს ერთერთი ჭირისუფალი.
საფლავების ნაწილი გაძარცულია როგორც ძველი სასაფლაოს ისე ახალი სასაფლაოს ტერიტორიაზე, ზოგ საფლავზე მოპარულია რკინის სკამები და მაგიდები.