მიწისძვრა საქართველოს საზღვართან

2020-09-15 19:04:33

საქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის პირველადი მონაცემებით, თბილისის დროით 18:51 საათზე, რუსეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 4კმ_ში დაფიქსირდა.

მიწისძვრის სიძლიერემ 3.5 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.