„საქართველოს კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის შვიდ მაჟორიტარულ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.
პარტიის თავმჯდომარის, ზვიად ძიძიგურის თქმით, "ეს არის შემთხვევა, როდესაც 7 = 30".
კონსერვატიულმა პარტიამ ვაკის საარჩევნო ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად ხათუნა საგინაშვილი, ქუთაისის მაჟორიტარულ ოლქში თეა ერგემლიძე, ბათუმის საარჩევნო ოლქში ნატალია ძიძიგური, სამტრედიის, ხონის, ვანის, და წყალტუბოს საარჩევნო ოლქში კობა ძიძიგური, ხობის, ფოთის და სენაკის ოლქში თემურ წურწუმია, გლდანის მაჟორიტარულ ოლქში გია ბენიძე და ზუგდიდის საარჩევნო ოლქში გიორგი მორგოშია წარადგინა.
წარდგენის შემდეგ ზვიად ძიძიგურმა მოწვეულ სტუმრებს საარჩევნო პროგრამა გააცნო და პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.