რუსთავში ლიტერატურული სკვერი გაკეთდება [photo]

2020-09-15 12:35:22

რუსთავში მე-8 მიკრორაიონში ლიტერატურული სკვერი გაკეთდება.

კონკურსი იმ კომპანიის შესარჩევად, რომელიც რეკრეაციული სივრცის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ჩაატარებს, უკვე გამოცხადდა.

სატენდერო პირობების თანახმად, სკვერის რეაბილიტაციის პირველადი ღირებულება 151 596 ლარია.

პროექტის მიხედვით სკვერის ტერიტორიაზე დამონტაჟდება ლამპიონები, განთავსდება სკამები, რომლებიც ზედხედიდან ქართული ანბანის ასოებს განასახიერებს. ასევე დაიდგმება ლიტერატურული თარო, სადაც წიგნებს განათავსებენ. სკვერის გარშემო გაკეთდება ქართული წარწერები და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტერიტორიაზე არსებულ გუმბათსაც.

სკვერის მოწყობის სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადებიდან 240 დღეში უნდა დასრულდეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები