ინფიცირებულთა წყაროები და კონტაქტები

2020-09-15 10:56:54

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

"დღეს დაგვემატა 170 ახალი შემთხვევა. აქედან, 88 არის დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი, 50 აქვს მოგზაურობის ისტორია აჭარაში, 4 საკარანტინე სივრციდან, დანარჩენი არის ცხელების ცენტრებში დადასტურებული შემთხვევები, რომელთა კონტაქტების მოძიება გრძელდება.

170 რეგიონების მიხედვით ასე გადანაწილდა. 124 გახლავთ აჭარა-ბათუმი, 20 თბილისი, 13 იმერეთი ქუთაისი, 6 სამეგრელო-ზემო სვანეთი ზუგდიდი, 3 გურია ოზურგეთ, 3 მცხეთა-მთიანეთი მცხეთა, 1 რაჭა-ლეჩხუმი ცაგერი. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 11 არის, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.