ადევნებისა და თვალთვალის ფაქტი რუსთავში

2020-08-14 19:08:18

"ინფო რუსთავი"-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

საქმე ეხება რუსთავში ადევნებისა და თვალთვალის ფაქტს. როგორც ერთ-ერთი რუსთაველი ახალგაზრდა ქალი აცხადებს, მას მეგობრობის გამზირზე, უცნობი მამაკაცი აედევნა.

ქალმა დახმარებისთვის შესაბამის უწყებებს მიმართა და საკითხით დაინტერესება სთხოვა.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ადევნებას გულისხმობს.