საპატრულო პოლიციის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

2020-09-14 12:24:14

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის 2, ხოლო საპატრულო პოლიციის აჭარის მთავარი სამმართველოს 1 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

თანამშრომლების ტესტების პასუხები 12-13 სექტემბერს გახდა ცნობილი.

ყველა თანამშრომელი, ვისთანაც ინფიცირებულებს უშუალო კონტაქტი ჰქონდათ, გადაყვანილია დაკვირვების ქვეშ და აღებული აქვთ ტესტები.

სამივე პოლიციელის მკურნალობა მიმდინარეობს კლინიკაში, მათი მდგომარეობა სტაბილურია.