რუსთავის კულტურისა და დასვენების პარკში სპორტული თევზჭერა მოეწყო. თევზჭერა პარკში არსებულ ტბაში განხორციელდა.
სპორტულ აქტივობას 30 მონაწილე ჰყავდა. თითოეული გუნდი 3 კაცისგან იყო შემდგარი.
თევზჭერა კლუბ "Trabucco Team Georgia"-ს ორგანიზებით მოეწყო. როგორც კლუბის მენეჯერმა დავით სულავამ განაცხადა, აქტივობის მთავარი მიზანი სპორტის ამ სახეობის განვითარების ხელშეწყობაა. კლუბმა თევზჭერა რუსთავში პირველად მოაწყო, თუმცა ორგანიზაცია 1 წელია არსებობს და სპორტის ამ მიმდინარეობის პოპულარიზაციას აქტიურად ეწევა.
აღსანიშნავია, რომ სპორტის ამ სახეობაში დაჭერილი თევზის უკან, წყალსაცავში დაბრუნება ხდება. გარდა ამისა, დაცულია თევზის უსაფრთხოებაც, რომ არ მიიღოს დაზიანებები დაჭერის დროს. გამარჯვებული ხდება ის, ვინც წონით ყველაზე მეტ თევზს დაიჭერს. დღევანდელ შეჯიბრზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები როგორც გუნდურ, ისე ინდივიდუალურ რეიტინგში.
ინდივიდუალური რეიტინგი:
1. ლევან ჩუბინიძე;
2. დავით თევდრორაშვილი;
3. ლევან კვარაცხელია.
გუნდური რეიტინგი:
1. Trabucco City;
2. Trabucco Juniors;
3. Trabucco Georgia;
გამარკვებულები თასებით, მედლებითა და სიგელებით დაჯილდოვდნენ.