რუსთავში ახალგაზრდა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ნახეს

2020-09-12 20:18:57

რუსთავში, სუნგაითელ-მეტალურგთა ქუჩაზე, ახალგაზრდა მამაკაცი უგონო მდგომარეობაში ნახეს.

“ინფო რუსთავის” ინფორმაციით, მამაკაცის უგონო მდგომარეობაში ჩავარდნის მიზეზი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება "ბიოს" მიღება გახდა.

ადგილობრივების თქმით, ახალგაზრდა მომხდარის დროს რამდენიმე პირთან ერთად იმყოფებოდა. უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცისთვის დახმარების გაწევა მეზობლებმა საკუთარი ძალებითაც სცადეს.

ახალგაზრდას სასწრაფო-დახმარების ჯგუფმა შესაბამისი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინა. მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა საჭირო არ გახდა.