რუსთავში, "ავტოსამრეცხაო MGI"-ს საქველმოქმედო აქცია დღეს, ღამის 23:00 საათამდე გაგარძელდება.
ავტომობილის დასუფთავებისა და ამავდროულად გაჭირვებული ოჯახების დახმარების მსურველებს, აქციაში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა დღის ბოლომდე ეძლევათ.
აქციის ფარგლებში დაგეგმილი Drift Show უკვე დასრულდა.
ავტოსამრეცხაო ლერმონტოვის ქუჩაზე, რუსთავის #26 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს.
ვისაც გსურთ, საკუთარი წვლილი შეიტანოთ კეთილი საქმის გაკეთებაში, დღის ბოლომდე სწორედ აღნიშნულ მისამართზე შეგიძლიათ ავტომობილის გარეცხვა.