ხანძარი რუსთავთან ახლოს

2020-09-12 17:06:34

რუსთავთან ახლოს, კრწანისის ტყე-პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარია.

ძლიერი დაკვამლიანება ტყის მასივში შეინიშნება. კვამლი ხილვადია რუსთავიდანაც.

ჯერჯერობით უცნობია, რას გაუჩნდა ცეცხლი ან რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

"ინფო რუსთავის" გადამღები ჯგუფი ადგილიდან დაზუსტებულ ინფორმაციას რამდენიმე წუთში მოგვაწვდის.