ეპიდვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

2020-09-12 13:52:04

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში საქართველოში კორონავირუსული ინფექციის რეკორდული ზრდა ფიქსირდება, რეგიონში, დანარჩენ ქვეყნებთან შედარებით, საქართვეელოში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე ნაკლები შემთხვევაა დადასტურებული.

კოვიდინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებლით რუსეთი ისევ ლიდერობს. რუსეთში ბოლო დღე-ღამეში ინფიცირებულთა რიცხვი 5 488-ით გაიზარდა და 1 057 362 შეადგინა, ხოლო გარდაიცვალა კიდევ 119 ადამიანი. საერთო ჯამში, ვირუსით ქვეყანაში 18 484 ადამიანია გარდაცვლილი, მისი დამარცხება კი, ჯამში, 873 535-მა ადამიანმა შეძლო.

რუსეთის შემდეგ, სტატისტიკურად ყველაზე მეტი ინფიცირებული თურქეთს ჰყავს. საერთო ჯამში, თურქეთში კორონავირუსის 288 126 დადასტურებული შემთხვევაა, სულ გარდაცვლილია 6 951 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელებული 256 524.

რაც შეეხება სომხეთს, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში, ინფიცირებულთა რიცხვი 172-ით გაიზარდა, ხოლო გარდაიცვალა კიდევ 2. საერთო ჯამში, ვირუსით ინფიცირებულია 45 675 ადამიანი, ხოლო გარდაცვლილი 911. სომხეთში, ჯამში, გამოჯანმრთელდა 41 605 პირი.

აზერბაიჯანში საერთო რაოდენობით 38,037 ინფიცირებულია. ქვეყანაში ვირუსით სულ 557 ადამიანია გარდაცვლილი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 35 440 შეადგენს.