დავით კირკიტაძის ტესტის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატმა "ინფო რუსთავს" დაუდასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ერთ-ერთი ტელეკომპანიის შენობაში ინფიცირებული დეპუტატი, ლევან გოგიჩაიშვილი ნახა და ტესტის ჩატარებაც სწორედ ამიტომ გადაწყვიტა.
"შემოწმება გავიკეთე იქიდან გამომდინარე, რომ უამრავ ადამიანს ვხვდები. გარდა ამისა, ტელეკომპანია პირველიდან რომ გამოვდიოდი, იქ შედიოდა ლევან გოგიჩაიშვილი, შემხვდა და მას დაუდგინდა, ამიტომაც წავედი და პისიარ ტესტი გავიკეთე მეორე დღესვე", - განაცხადა კირკიტაძემ.
კირკიტაძის ინფორმაციით, ის ეპიდემიოლოგებმა გოგიჩაიშვილის კონტაქტების სიაში არ შეიყვანეს და არც თვითიზოლაციის რეკომენდაცია არ ჰქონია.
"არც ტესტირების გაკეთება ჩაუთვლიათ საჭიროდ, მაგრამ მე მაინც გავიკეთე ტესტირება. კონტაქტებში იმიტომ არ ჩამსვეს, რომ კონტაქტად ითვლება ადამიანი, რომელიც მინიმუმ 15 წუთს დაყოფს დახურულ სივრცეში კოვიდინფიცირებულთან. ის ამოდიოდა კიბეზე, მე ჩავდიოდი, ისე მივესალმეთ ერთმანეთს, როგორც პანდემიის ფონზეა მიღებული. მხოლოდ გამარჯობა, როგორ ხართ ვუთხარი და წარმატებები ვუსურვეთ ერთმანეთს", - განაცხადა ენმ-ს მაჟორიტარობის კანდიდატმა.