რუსთავში საქველმოქმედო აქცია გაიმართება

2020-09-11 20:09:04

ხვალ, 12 სექტემბერს,  "ავტოსამრეცხაო MGI" საქველმოქმედო აქციას მართავს. დღის განმავლობაში, ავტოსამრეცხაოში, მომსახურების სანაცვლოდ შესული თანხა, უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების დახმარებას მოხმარდება.

აქციის ფარგლებში, იგეგმება Drift Show-ს ჩატარებაც.

"მობრძანდით, გაერთეთ და თქვენი წვლილი შეიტანეთ გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად", - ნათქვამია ღონისძიების ანონსში.

"ავტოსამრეცხაო MGI" ფუნქციონირებას დილის  09:00 საათიდან იწყებს. Drift Show კი 15:00 საათზე გაიმართება.