კორონავირუსის ახალი შემთხვევა რუსთავში

2020-09-11 10:49:06

რუსთავის ცხელების ზონაში პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა პაპუნა ბახტაძემ დაუდასტურა.

ბახტაძის ინფორმაციით, 65 წლამდე ქალს ვირუსით ინფიცირება გუშინ, გვიან ღამით დაუდასტურდა.

ინფიცირებული ქალი, შემდგომი მკურნალობის მიზნით, თბილისში, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.