სანაპიროზე კოვიდინფიცირებული დააკავეს [video]

2020-09-11 01:22:39

ესპანეთში სანაპიროზე კოვიდინფიცირებული ქალი დააკავეს [ვიდეო/video]

ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ქალაქ სან სებასტიანში ლე ზურიოლას სანაპიროზე პოლიცია იძულებული გახდა დაუმორჩილებლობის ბრალდებით ქალი დაეპატიმრებინათ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ინიფიცირებული ქალი ზღვის სანაპიროზე სერფინგისთვის იმყოფებოდა.
ქალი პოლიციის მოთხოვნას, რომ წყლიდან ამოსულიყო, არ დაემორჩილა.

ადგილზე მალევე მოვიდნენ სპეც. ეკიპირებაში გამოწყობილი პირები, რომლებმაც ინფიცირებული სანაპიროდან იძულებით წაიყვანეს.
დაკავებულს კარანტინის წესების დარღვევის გამო 5000 ევროთი დააჯარიმებენ. თუმცა, შესაძლოა, საჯარიმო თანხა გაორმაგდეს, თუკი მან წესის დარღვევის დროს სხვისი დაინფიცირებაც მოახერხა.


ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები