"კლინიკა რუსთავში" კორონავირუსის შემთხვევა დადასტურდა

2020-09-11 00:28:35

"კლინიკა რუსთავის" ექთანს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ბეგაშვილმა განაცხადა, ინფიცირებულის კონტაქტების წრე საკმაოდ ფართოა და მიმდინარეობს ღრმა ეპკიდკვლევა.

"ინფო რუსთავი" კომენტარისთვის "კლინიკა რუსთავის" დირექტორს, ლუკა სალუქვაძეს დაუკავშირდა. სალუქვაძის ინფორმაციით, ექთანი სამედიცინო დაწესებულებაში ბოლოს 9 სექტემბერს იმყოფებოდა, ვირუსით ინფიცირება კი გუშინ დაუდასტურდა. სამედიცინო დაწესებულების დირექტორის განცხადებით, ინფიცირებულთან უშუალო კონტაქტში კლინიკაში დასაქმებული 9 პირი იყო, რომლებიც ამ დროისთვის თვითიზოლაციის რეჟიმში არიან.

ექთნის ინფიცირების წყარო უცნობია. "კლინიკა რუსთავში" აცხადებენ, რომ უსაფრთხოების ყველა ზომას მიმართეს და მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ.

საერთო ჯამში, რუსთავში კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. რაც შეეხება მეორე შემთხვევას, ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, დავით ბეგაშვილის განცხადებით, კოვიდინფიცირებული აჭარაში, ქორწილში იმყოფებოდა და მისი კონტაქტების წრე სრულადაა შესწავლილი.

"სრულად არის მოძეიბული კონტაქტი იმიტომ, რომ ფრთხილობდა თვითონ ეს პიროვნება, რაც მისასალმებელია. მას არ აქვს ძალიან დიდი კონ ტაქტების წრე", - განაცხადა დავით ბეგაშვილმა.

ბოლო დღეებში, რუსთავში კორონავირუსული ინფექციის 24 შემთხვევა გამოვლინდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები