"ღამე მუზეუმში"

2017-05-27 21:55:05

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში  საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით  აქცია „ღამე მუზეუმში“ გაიმართა. რუსთავის მუზეუმი ადგილზე მისულ დამტავლიერებელს სრულიად უფასოდ მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობს. მუზეუმი დღეს ღამის პირველ საათამდე იქნება ღია. აქციას "ღამე მუზეუმში" საფუძველი  2005 წელს ევროსაბჭოს მიერ ჩაეყარა. მას შემდეგ კი როგორც ევროსაბჭოს წევრ, ისე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მუდმივად ტარდება.