რუსთავში ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა

2020-09-10 10:46:55

რუსთავის ცხელების ზონაში ახალგაზრდა ქალს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია ქალაქის ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა პაპუნა ბახტაძემ დაუდასტურა.

ბახტაძის ინფორმაციით, კოვიდინფიცირებულს აჭარაში მოგზაურობის ისტორია აქვს. პაციენტს ვირუსით ინფიცირება გუშინ, გვიან ღამით დაუდასტურდა.

ინფიცირებული ქალი შემდგომი მკურნალობის მიზნით თბილისში, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.