ავტომობილი ბეტონის ჯებირს შეასკდა [video]

2020-09-10 01:11:28

ავტომობილი ბეტონის ჯებირს შეასკდა [ვიდეო/video]

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე.

არსებული ინფორმაციით "ბეემვე"-ს მარკის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მაგისტრალის შუაგამყოფ ზოლს ჯერ წინიდან, შემდეგ კი ინერციით მოტრიალდა და უკნიდან დაეჯახა.

ავტომობილში 3 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის 1 მცირეწლოვანი.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის, სამაშველო სამსახურისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

ავარიას უვნებლად გადაურჩა მცირეწლოვანი, ხოლო უფროსები დაშავდნენ.

მამაკაცს ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება, ხოლო ქალი უახლოეს კლინიკაში გადაიყვანეს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.