რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა

2020-09-10 00:28:07

რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა.

ინფო რუსთავის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში, რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებულთა 23 შემთხვევა გამოვლინდა.

კოვიდ19 თავდაპირველად 10 ადამიანს, შემდეგ კი 13 პირს დაუდასტურდა, აქედან რამდენიმე ადამიანი ერთი ოჯახის წევრია.

ვირუსით ინფიცირებულები არიან ავერსის კლინიკის ექიმის ოჯახის წევრებიც.

არსებული ინფორმაციით რუსთავში ვირუსით ინფიცირებულები იყოფიან 2 კლასტერად, ავერსის და აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონედ.

ამ დროისთვის უკვე დადგენილია ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების ვინაობა, მათი ნაწილი გადაიყვანეს საკარანტინე ზონაში, ნაწილი კი თვითიზოლაციაშია.