10 სექტემბერს რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2020-09-09 16:49:38

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს.

10 სექტემბერს 06:00-დან 09:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს რუსთავში მეგობრობის, თოდრიას, ხერხეულიძის, ლერმონტოვის, გურამიშვილის, ლესელიძის, ვაჟა-ფშაველას, მარჯანიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.