რუსთავში კორონავირუსის 10-მდე ახალი შემთხვევა დადასტურდა

2020-09-09 15:55:46

ინფო რუსთავის ინფორმაციით, რუსთავში კორონავირუსის 10-მდე შემთხვევა დადასტურდა. აქედან 3 ინფიცირებული ერთი ოჯახის წევრები არიან.

ჩვენი ინფორმაციით, რამდენიმე საათში გახდება ცნობილი ასევე რამდენიმე ათეული ადამიანის საკვლევი მასალის პასუხიც.

დეტალებისთვის ინფო რუსთავის რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს დაუკავშირდა, თუმცა სამსახურის ხელმძღვანელი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

ინფო რუსთავი დამატებით ინფორმაციას მოპოვებისთანავე შემოგთავაზებთ.