"რუსთავქალაქობა 2020" აღარ გაიმართება

2020-09-09 12:27:24

ინფო რუსთავის ინფორმაციით, წელს „რუსთავქალაქობა 2020” არ გაიმართება.

რუსთავის თვითმმართველობის მიერ დაგეგმილი ღონისძიებები ეპიდვითარებიდან გამომდინარე გაუქმდა.

„რუსთავქალაქობა 2020“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები სექტემბრის მეორე ნახევარში უნდა ჩატარებულიყო. ჩვენი ინფორმაციით აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რუსთავის მერია განცხადებას უახლოეს საათებში გაავრცელებს.