რა ვითარებაა რუსთავის ცხელების ცენტრში

2020-09-09 10:41:44

რუსთავის ცხელების ცენტრში საკვლევი მასალა 12 პირზე გაიგზავნა.

კვლევის თანახმად ყველა პაციენტის კორონავირუსზე ტესტის პასუხი ნეგატიურია, რაც იმას ნიშნავს რომ მათ კოვიდ19 არ დაუდგინდათ.

შეგახსენებთ რომ ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა რიცხვმა გუშინ 45-ით ხოლო დღეს 44-ით მოიმატა.