ვინ იქნება "პატრიოტთა ალიანსი"-ს მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავში

2020-09-09 00:54:39

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერებმა, დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინეს. [ვიდეო/video]

ღონისძიება თბილისის ზღვაზე, ზურაბ წერეთლის მონუმენტთან გაიმართა.

მაჟორიტარობის კანდიდატებს შორის დასახელდნენ „მემარცხენე ალიანსის“ წევრები: სოსო შატბერაშვილი, პაატა ჯიბლაძე და კახა ძაგანია.

სწორედ პაატა ჯიბლაძე იქნება პატრიოტთა ალიანსის მაჟორიტარობის კანდიდატი რუსთავში.

პატრიოტთა ალიანსის კანდიდატების წარდგენა წვიმისა და ძლიერი ქარის ფონზე მიმდინარეობდა.