რუსთავში ახალგაზრდას მობილური და საფულე წაართვეს

2020-09-09 00:27:57

რუსთავში ახალგაზრდას მობილური და საფულე წაართვეს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 30 წლამდე მამაკაცმა, XVII მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავისივე თანატოლი გაძარცვა.

დაზარალებულმა ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა.

არსებული ინფორმაციით რუსთავის პოლიციამ დამნაშავე მალევე დააკავა და მას ბრალი უკვე წაუყენეს.

"ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს რომ მომხდარზე გამოძიება სსკ 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძარცვას გულისხმობს.

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით პოლიციამ ნაძარცვი ნივთმკიცებად ამოიღო.