საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეიძინა.
შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება, ჯამური ღირებულება 19 მილიონი ევროა.
ფონდმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა და პროგრამის დეტალები, ავტობუსების ჩამოტანის ეტაპები და ვადები განიხილეს.
პროგრამა ასევე ითვალისწინებს ახალი სამარშრუტო გეგმებისა და სატარიფო სისტემის შედგენას. დაგეგმილია ავტობუსების მძღოლების გადამზადებაც.
ქალაქებს ავტობუსები ოქტომბრიდან ეტაპობრივად გადაეცემა: გორი – 30, ზუგდიდი – 25, რუსთავი – 40, ქუთაისი – 60, თელავი და ფოთი – 10.
რუსთავში "ოტოკარის" მარკის, მწვანე ფერის 40 ავტობუსი ოქტომბრის თვეში შემოვა. 10 მეტრი სიგრძის ავტობუსები შიდასაქალაქო მოძრაობისთვის იქნება განკუთვნლი.