რუსთავში covid19 კლინიკის 2 თანამშრომელს დაუდასტურდა

2020-08-08 11:05:33

კლინიკა "ავერსის" რუსთავის ფილიალის 2 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" კლინიკათა ქსელის ეპიდემიოლოგმა ეკა მამალაძემ დაუდასტურდა.

ეპიდემიოლოგის ინფორმაციით, აღნიშნული პირები კოვიდინფიცირებულების კონტაქტები არიან და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

"მათ ჰქონდათ კონტაქტი კლინიკაში დადასტურებულ შემთხვევებთან. იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში და გამოუვლინდათ დაბალი ტემპერატურა", - განაცხადა ეკა მამალაძემ.

ინფიცირებულები შემდგომი მკურნალობის მიზნით თბილისში, სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.

"ავერსის" ეპიდემიოლოგის ინფორმაციით, ის მედპერსონალი, რომელიც კლინიკაში მუშაობას აგრძელებს, კორონავირუსზე უკვე 2-ჯერ შემოწმდა და მათი პასუხი ვირუსზე 2-ვე შემთხვევაში უარყოფითი იყო. 

ცნობისთვის, "კლინიკა" ავერსის რუსთავის ფილიალში, დღეის მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული 15 შემთხვევა ფიქისრდება.