რუსთავის ცხელების ცენტრში კოვიდ19-ით ინფიცირების შემთხვევები არ ფიქსირდება.
ლაბორატორიაში 9 პაციენტის საკვლევი მასალა იქნა გაგზავნილი.
აქედან ერთერთს, მანამდე სწრაფი ტესტით, ვირუსზე დადებითი პასუხი ჰქონდა, თუმცა ლაბორატორიიდან მოსული პასუხების თანახმად არც აღნიშნულ პაციენტს და არც დანარჩენ 8 პირს ვირუსი არ დაუდგინდა.