გირჩმა რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა

2020-09-08 01:43:44

გირჩმა რუსთავში მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა.

პარტიიდან ხმების მოპოვებისთვის ვახო მეგრელიშვილი იბრძოლებს.

გირჩის განცხადებით, არჩევნებზე მეგრელიშვილის მიზანი პროპორციული ხმების გაზრდა და დაცვა, სრულად პოზიტიური კამპანიის ჩატარება და ოპოზიციონერ კოლეგებთან უპრეცედენტო თანამშრომლობა იქნება.

მეგრელიშვილის თქმით, რუსთავი ის ქალაქია, სადაც გირჩმა საპრეზიდენტო არჩევნებზე თბილისის შემდეგ ყველაზე კარგი შედეგი აჩვენა, ამიტომ მისი ამოცანა ამ შედეგის გაუმჯობესებაა.