რუსთავში, 2020 წლის საშემოდგომო გაწვევები 3 სექტემბერს დაიწყო და 26 ნოემბრამდე გაგრძელდება.
სამხედრო სავალდებულო გაწვევების ფარგლებში, რუსთავიდან ახალგაზრდებს საქართველოს თავდაცვის ძალებში, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გაიწვევენ.
სამხედრო სავალდებულო სამსახურს მოიხდიან ის რუსთაველი, 18-დან 27 წლამდე ასაკის მოქალაქეები, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არ აქვთ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების მოთხოვნის უფლება.
გასაწვევი პირები ვალდებულნი არიან, გამოცხადდენ რუსთავის მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურში.