ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ერთმანეთს 3 ავტომობილი დაეჯახა, საიდანაც 2 "სუბარუ"-ს მარკის, ხოლო 1 "ჰიუნდაი"-ს მარკის ავტომობილია.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.
ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა.