რუსთავის საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ხელმძღვანელის დავით ბეგაშვილის განცხადებით, 31 აგვისტოდან დღემდე „ავერსის“ რუსთავის ფილიალში მედპერსონალის ინფიცირების 13 შემთხვევაა დადასტურებული.
აღსანიშნავია, რომ "ავერსის" რუსთავის ფილიალი მუშაობას ნაწილობრივი შეზღუდვებით, თუმცა მაინც აგრძელებს. კლინიკაში კოვიდინფიცირების მხოლოდ 5 შემთხვევას ადასტურებენ და აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე საავადმყოფოში მხოლოდ ის თანამშრომლები არიან, რომლებიც შვებულებაში იმყოფებოდნენ და ინფიცირებულებთან არანაირი შემხებლობა არ ჰქონიათ.
არსებული ინფორმაციით, 13 ინფიცირებულიდან 7 რუსთაველია და მათთან კონტაქტში მყოფი 60 პირი უკვე მოძიებულია. აქედან 15 კარანტინშია გადაყვანილი, დანარჩენი თვითიზოლაციაში იმყოფება.