რუსთვში, კლინიკა "ავერსში" კორონავირუსის მესამე შემთხვევა გამოვლინდა. კოვიდინფიცირებული კლინიკის კიდევ ერთი ექიმია.
როგორც საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა დიმა ჯორბენაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, კლინიკაში ამ ეტაპზე მხოლოდ ის თანამშრომლები მუშაობენ , რომელთა პასუხი „კოვიდ-19“-ზე უარყოფითია. ისინი, კი ვინც ტესტის პასუხის მოლოდინის რეჟიმშია, დროებით სახლში გაუშვეს.
"ყველა თანამშრომელს ჩაუტარდა ტესტირება, ისინი, ვისაც უარყოფითი შედეგი აქვს, აგრძელებენ მუშაობას და ვინც ტესტის პასუხის მოლოდინშია, გაშვებულნი არიან სახლში და ველოდებით ტესტირების შედეგებს. კლინიკის გარეთ ვინ ვის ხვდება ძნელი დასადგენია, თუმცა თავდაპირველად ვისაც დაუდასტურდათ კორონავირუსი, ის თანამშრომლები შვებულებაში იყვნენ და მათ კლინიკასთან შემხებლობა არ ჰქონიათ. კლინიკაში სრულად ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები", - განაცხადა კლინიკა "ავერსის" გენერალურმა დირექტორმა.
დიმა ჯორბენაძის თქმით, თვითიზოლაციაში იმყოფება კლინიკის რამდენიმე თანამშრომელი. ამ დროისთვის, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსის 3 შემთხვევაა დაფიქისრებული.