სურსათის ეროვნულმა სააგენტომ აგვოსტოს თვეში რუსთავში 10 ობიექტი დააჯარიმა.
სურსათის უვნებლობის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს ხელმძღვანელის, მირანგულა ლიპარტელიანის განცხადებით, დაჯარიმებულ ობიექტებს შორის სასურსათო მაღაზიები და სწრაფი კვების ობიექტებია. ლიპარტელიანის განცადებით , როგორც ქსელური, ისე უბნის მაღაზიები ძირითად შემთხვევებში, ეტიკეტირების წესისა და ტემპერატურული რეჟიმის გამო, 1000 ლარის ოდენობით დაჯარიმდნენ.
დარღვევები დაფიქსირდა რეგიონშიც. ქვემო ქართლის მასშტაბით სულ 157 ობიექტი შემოწმდა, მათგან დაჯარიმდა 25 ბიზნესოპერატორი.
სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო კონტროლს განაგრძობს იმ ბიზნესოპერატორებთან, რომლებიც დასაქმებულები არიან სურსათის წარმოებაში. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კი ობიექტები 1000 ლარით დაჯარიმდებიან და საწარმოო პროცესი იქმადე შეუჩერდებათ, სანამ არ გამოასწორებენ არსებულ პირობებს.