მტრედს ნარკოტიკები გადაჰქონდა

2017-05-26 11:37:40

ქუვეითში სამართალდამცავებმა მტრედი დაიჭირეს. ინფორმაციას ამის შესახებ უცხოური მედია ავრცელებს. ფრინველს სხეულზე მიბმული პატარა ჩანთით ნარკოტიკული საშუალებები გადაჰქონდა. არსებული ინფორმაციით, 178 აბი ამფეტამინი მტრედს ერაყიდან გაადაჰქონდა. ნარკოტიკული საშუალებები ქუვეითის პოლიციამ ექსპერტიზაზე გადააგზავნა.