შრომის ინსპექცია საბავშვო ბაღების და სკოლების შემოწმებას იწყებს.
"ახლა უკვე შრომის ინსპექცია იწყებს სრულად შემოწმებას, როგორც ბაღების, ასევე სკოლების და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადებითი დასკვნის საფუძველზე მოხდება მათი ფუნქციონირების განახლება," განაცხადა შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ.
მისივე თქმით, რეკომენდაციები ბაღებში აკრძალვებთან დაკავშირებით უკვე შემუშავებულია.
კითხვაზე, თუ როგორ მოგვარდება სკოლებსა და ბაღებში, კლასებსა და ჯგუფებში ბავშვების გადატვირთულობის პრობლემა და ხომ არ მოხდება ჯგუფებად დაყოფა, ფერაძემ განაცხადა: "ასეთი გეგმა უნდა იქნას შემუშავებული ადმინისტრაციის მხრიდან, იქნება ეს სკოლა თუ ბაღი, თუ რომელი ბავშვი რომელ ჯგუფში უნდა იქნას განთავსებული, იმ შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომელიც ადმინისტრაციას გააჩნია“.
პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც სკოლამდელი დაწესებულებები სააღმზრდელო პროცესს 1-ელი ოქტომბრიდან განაახლებენ, დამტკიცებულია. დეტალები ნახეთ აქ