ვინ უხელმძღვანელებს რუსთავის მერიის ერთ-ერთ აიიპ-ს

2020-09-01 12:47:13

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ ააიპ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ახალი ხელმძღვანელი დავით შანიძე თანამშრომლებს პირადად წარუდგინა.

ტაბაღუამ აიიპ-ის ახალ ხელმძღვანელს წარმატება უსურვა, გეგი ლიპარტელიანს კი გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც აიიპ რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის ახალმა ხელმძღვანელმა დავით შანიძემ აღნიშნა, ჯერჯერობით საკადრო ცვლილებებს არ გეგმავს. რაც შეეხება შანიძის სამუშაო გამოცდილებას, მას სხვადასხვა მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება აქვს.

"მიმუშავია საბანკო სექტორში, საგამოძიებო სამსახურში, საგარეო საქმეთა სამინისტროში და მენეჯერულ პოზიციებზე საკმაოდ დიდი გამოცდილებით გახლავართ. იგეგმება ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობა, რომელსაც მოგვიანებით უფრო კონკრეტულად გაგაცნობთ", - განაცხადა შანიძემ.

შეგახსენებთ,  სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების სამსახურს გეგი ლიპარტელიანი 2018 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა.