რუსთავში მე-7 მიკრორაიონში ხანძარია.
ცეცხლი მეორე სართულზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში გაჩნდა.
როგორც თვითმხილველმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, შემთხვევის დროს ბინაში დედა ორ შვილთან ერთად იმყოფებოდა, თუმცა მათი დროულად გამოყვანა მოხერხდა.
ადგილზე იმყოფება სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ეკიპაჟი, ისინი ხანძრის ლოკალიზებას ცდილობენ.
მე-7 მიკრორაიონში ძლიერი დაკვამლიანების გამო, რამდენიმე ადამიანისთვის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების გაწევაც გახდა საჭირო.
ცეცხლის გაჩენის მიზეზი ამ დრომდე უცნობია.