“ავტომობილიდან გამქრალია მეხსიერების ბარათი”

2020-08-31 13:17:01

თამარ ბაჩალიაშვილის მამის, ჯუმბერ ბაჩალიაშვილის განცხადებით, 23 წლის გოგონას ავტომობილიდან მეხსიერების ბარათი, ე.წ. ფლეშკა გამქრალია. როგორც ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, თამარს მეხსიერების ბარათი ავტომობილის გასაღებზე ჰქონდა მიმაგრებული და ყოველთვის თან ატარებდა.

გარდაცვლილის მამა ეჭვობს, რომ სწორედ აღნიშნული მეხსიერების ბარათი ჩაუვარდა ხელში ქვემო ქართლის პოლიციის ერთ-ერთ მაღალჩინოსანს, ნიკოლოზ ბაჭულაშვილს და ამის გამო უთხრა მას, რომ 23 წლის გოგონა “შარში იყო”.

თამარ ბაჩალიაშვილის ავტომობილის ექსპერტიზა ქვემო ქართლის პოლიციის ტერიტორიაზე ამ წუთებში მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ ოჯახის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა მანქანიდან ამოიღო თმის ღერები, რომელსაც, სავარაუდოდ, დნმ-ს ანალიზი ჩაუტარდება. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ავტომობილში გამორთული იყო კონდენცირების სისტემა. შეგახსენებთ, მაშინ, როცა გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილი გარდაცვლილი ნახეს, ავტომობილის ფანჯრები აწეული იყო.