უბედური შემთხვევა რუსთავში [video]

2020-08-30 23:39:51

მამაკაცი, რომელიც რუსთავში, სარწყავ არხში დაიხრჩო, 39 წლის რუსთავში მცხოვრები ირაკლი ინაურია. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი მშვიდობის ქუჩის მიმდებარედ, არხში თევზაობის მიზნით იმყოფებოდა, რა დროსაც ფეხი დაუცურდა და წყალში ჩავარდა.

თვითმხილველების თქმით, მამაკაცს თან არასწრულწლოვანი შვილი და 60 წლამდე ასაკის მამა ახლდა. როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, მამამ, შვილის დახმარება პირველივე წუთებში სცადა, თუმცა უშედეგოდ. რის შემდეგაც მან დახმარების თხოვნით იქვე მყოფ მეთევზეებს მიმართა და რის შემდეგაც საბოლოოდ სამაშველო სამსახურს დაუკავშირდა.

მამაკაცის სამძებრო სამუშაოები, დაახლოებით, 30 წუთის განმავლობაში მიმდინარეობდა. ახალგაზრდა კაცს წყლის ქვეშ ეძებდნენ როგორც რუსთავის, ისე გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზეც. ნახევარ საათიანი ძებნის შემდეგ, ირაკლი ინაური სარწყავ არხში გარდაცვლილი ნახეს.

ადგილზე სამაშველო სამსახურთან ერთად მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო დახმარებისა და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჯები.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI