არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაშია

2020-08-30 17:33:10

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე თვითიზოლაციაშია - ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" პარლამენტის პრესსამსახურში დაუდასტურეს. არსებული ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა პარლამენტის თავმჯდომარის პირადი დაცვის თანამშრომელს.

როგორც პარლამენტის პრესსამსახურში საინფორმაციო სააგენტოს განუცხადეს, სხვა პარლამენტარები ჯერჯერობით თვითიზოლაციაში გადასვლას არ საჭიროებენ, რადგანაც მათ უშუალო შემხებლობა კოვიდინფიცირებულთან არ ჰქონიათ.

უსაფრთხოების პროტოკოლის თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარეს და მისი ოჯახის წევრებსაც ასევე ჩაუტარდათ „პისიარ“ ტესტირება.

„პასუხი უარყოფითია, მათ არ დაუდასტურდათ კოვიდ ინფექცია. ეპიდუსაფრთხოების წესების თანახმად, პარლამენტის თავმჯდომარე გადავიდა თვითიზოლაციაში“,- აცხადებენ პარლამენტის პრესსამსახურში.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, დაცვის სამსახურის თანამშრომელი რუსთაველია. 40 წლამდე მამაკაცი რუსთავის ცხელების ზონაში გუშინ ღამით შეიყვანეს.