ვითარება საქართველოს მეზობელ ქვეყნებში

2020-08-30 01:07:25

რეგიონში ყველა ქვეყანასთან შედარებით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე ნაკლები შემთხვევაა დადასტურებული.

კოვიდინფიცირებულთა მაღალი მაჩვენებლით რუსეთი ლიდერობს, სადაც ბოლო 24 საათში ინფიცირებულთა რიცხვი 4993-ით გაიზარდა და 995 319 გახდა, ხოლო გარდაიცვალა კიდევ 83. საერთო ჯამში ვირუსით რუსეთში ოფიციალური მონაცემებით 17 176ადამიანი გარდაიცვალა, მისი დამარცხება კი 809 387    ადამიანმა შეძლო.

რუსეთის შემდეგ სტატისტიკურად ყველაზე მეტი ინფიცირებული თურქეთს ჰყავს. საერთო ჯამში თურქეთში კორონავირუსის 268 546 დადასტურებული შემთხვევაა, 6326 გარდაცვალებაა, ხოლო 243 839 ადამიანი გამოჯანმრთელებულია.

სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის სომხეთში ყველაზე მეტი ინფიცირებულია. ბოლო 24 საათში მათი რიცხვი 31-ით გაიზარდა, ხოლო გარდაიცვალა კიდევ 2. საერთო ჯამში ვირუსით ინფიცირებულია 43 781, 879 გარდაიცვალა, 37 722 კი უკვე გამოჯანმრთელებულია.

აზერბაიჯანში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 126 ახალი შემთხვევა დადასტურდა და საერთო რაოდენობით 36 174 გახდა. ასევე დაფიქსირდა დამატებით 3 გარდაცვალება. ქვეყანაში ვირუსით სულ 529 ადამიანია გარდაცვლილი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, მათი რიცხვი 33 847 შეადგენს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები