2020-08-29 17:39:15
რუსთავში შარტავას გამზირზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნას ცეცხლი გაუჩდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟი.
ამ დროისთვის უცნობია, თუ რატომ გაჩნდა ცეცხლი.
სავარაუდოდ, "რუსთავსერვის ცენტრი" ადგილზე ახალ საყოფაცხოვრებო ნარჩენების ურნას განათავსებს.